70-მდე ქართული გამომცემლობა ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე – საქართველოს მწერალთა სახლი ლიტერატურულ ღონისძიებაზე ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი. ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა დ ადისკუსიებს. ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ბაზრობის ფარგლებში რამდენიმე ქართველი ავტორის წიგნებიც წარადგინეს. ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ის წარმოადგენს წიგნისა და მედიის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ საგაზაფხულო შეკრებას, რომელიც ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს, მკითხველებსა და მედია საშუალებებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს.