საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი

სამშენებლო სექტორი, საზღვაო სფერო, გადაზიდვები, ტურიზმი,- ეს არის ის მიმართულებები, რომლითაც კვიპროსიდან ჩამოსული ბიზნესმენები ინტერესდებიან.

სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე ორი ქვეყნის ბიზნესფორუმზე იმსჯელეს, რომელსაც დღეს თბილისმა პირველად უმასპინძლა.

ქართველ ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად კვიპროსელი კოლეგებისთვის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი პირადად გაეცნოთ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვიპროსში ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდაზე.