საქართველო-ხორვატიის ბიზნეს ფორუმი

21:45, 13.02.2026

საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ ხორვატიის პრეზიდენტს თან ახლდა ბიზნესმენთა დელეგაცია. თბილისმა საქართველო-ხორვატიის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გახსნა, რომელმაც მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციონირებაზე, ტურიზმის და საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე და საინვესტიციო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. სტუმრებს გააცნეს, თუ რა ნაბიჯები იდგმება მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეობის ხელშესაწყობად. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ორმხრივი ვაჭრობის წახალისებასა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ ბოლო წლებში საქართველო-ხორვატიას შორის ეკონომიკური კავშირები გააქტიურებულია.

მსგავსი