საქართველო – ხორვატია პირველ არხზე
ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას დღეს, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. პირველ ტურში ქართველი წყალბურთელები საბერძნეთთან დამარცხდნენ, ხორვატებმა კი – სლოვენიის ნაკრებს მოუგეს.
საქართველო ხორვატიის დაპირისპირება დღეს 15:45 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.