საქართველო კანის კინობაზრობაზე

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ორი ქართული ფილმის მარკეტ-ჩვენება გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა, ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ იხილეს. ორივე ფილმის მარკეტ-ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც, ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა.