საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხრა დღეში გახდება ცნობილი. მანამდე ქართული მხარე 17 ივნისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებთან დაკავშირებით, თვითშეფასების დოკუმენტებზე ევროკომისიის საპასუხო მოსაზრებებს ელოდება.

მოლოდინები და პროგნოზები არაერთგვაროვანია. ოპოზიციის ნაწილი დარჩენილ დროში ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს.