საქართველო – კაბო ვერდე პირველ არხზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. „ჯვაროსნებმა“ ქუთაისში თამაშის მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. საფეხბურთო დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.