საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს გლობალური ჯილდოს მიღებას ულოცავს. საუბარია მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსზე, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მინისტრმა პირადად ჯანმო-ს დირექტორისგან, ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სესიაზე მიიღო. კლუგემ და სარჯველაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას დაეთმო, რომელიც საქართველოში ახლა იწყება და კლინიკებისა და ექიმების წახალისებას გულისხმობს, რათა რაც შეიძლება მეტი პაციენტი გამოიკვლიონ. შედეგად, დაავადებები საწყის ეტაპზე უნდა იქნას გამოვლენილი, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კი შემცირდეს.