საქართველო ITB Chinaს ტურისტულ გამოფენაზე 

საქართველო ჩინეთში – ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ კერძებსა და 8000-წლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციებს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნობიან.

საქართველო „აითიბი ჩაინაზე“ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი სტენდი აქვს, საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები ტრიალებს აეროპორტებსა და ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე. საქმიანი შეხვედრების, ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის გარდა მოეწყობა ქართული კერძების დეგუსტაცია, კონცერტები, გამოფენები და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.

„მოამბე“ შანხაიშია – შალვა სუმბაძე გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს გამოფენის გახსნისთვის მზადება.