საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით
მზადება საერთაშორისო გამოფენისთვის, სადაც საქართველო განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი.
მომდევნო კვირას ჩინეთის ქალაქი შანხაი მასშტაბურ ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს. ჩვენს ქვეყანას „აითიბი ჩაინაზე“ პარტნიორი ქვეყნის სტატუსი ექნება. იქნება სპეციალური სტენდი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად და დამთვალიერებლებისთვის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაციის მისაწოდებლად. სტუმრები გაეცნობიან ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ კერძებსა და 8000 წლოვანი ღვინის დამზადების ტექნოლოგიებსაც. გამოფენაში საქართველოდან 70 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები, შეხვედრები და კონცერტები.
„აითიბა ჩაინა“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურისტული ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულ ათასობით სტუმარი ჰყავს.