საქართველო ITB CHINA-ს ტურისტულ გამოფენაზე
მაღალი ინტერესი ქართული კულტურისა და ტურისტული პოტენციალის მიმართ, კონკრეტული შედეგებით დასრულებული საქმიანი შეხვედრები და ათასობით სტუმარი ქართულ პავილიონში.
„აითიბი ჩაინა 2026“ დასრულებულია. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ ფორუმში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს ქართული საუკუნოვანი კულტურის, ტრადიცული სამზარეულოს უნიკალური ღვინისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. პარალელურად გაიმართა შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის უდიდეს სამოგზაურო პლატფორმა trip.com-თან, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს ემსახურება.
შალვა სუმბაძე გვეტყვის, რა კონკრეტული შედეგით და რამდენად კმაყოფილი ბრუნდება ქართული დელეგაცია შანხაიდან.