საქართველო ITB CHINA-ს ტურისტულ გამოფენაზე
„აითიბი ჩაინა 2026“ ოფიციალურად გაიხსნა.
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენას, ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორი სტუმრობს. გლობალურ ღონისძიებაში წელს საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. შესაბამისად მასშტაბურია ქართული პავილიონი. სივრცეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას და ტრადიციებს ასახავს ხალხის რიგი არ წყდება. მასტრეკლასები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ქართული ცეკვისა და პოლიფონიის ნიმუშები, ტრადიციული კერძებისა და რვაათასწლოვანი ღვინის დეგუსტაცია და გამორჩეული ტურისტული ატრაქციები – ქართული სტენდი გამოფენის სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს.
„მოამბე“ შანხაიდან – გამოფენის პირველი დღის შთაბეჭდილებებს შალვა სუმბაძე გაგვიზიარებს.