საქართველო ITB china 2026-ის პარტნიორი ქვეყანა
საქართველოს საპატიო მისია – ქვეყანა მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
„აითიბი ჩაინა 2026“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა, სადაც მონაწილეები საკუთარ ტურისტულ პროდუქტებს, კულტურას, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს წარადგენენ. საქართველოს, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელს, საგამოფენო სივრცეში დიდი საპრომოციო სტენდი დაეთმობა, სადაც ტრადიციული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია-მასტერკლასებთან ერთად გაიმართება კონცერტები და შეხვედრები. შანხაის გამოფენას ყოველწლიურად ათეულ ათასობით მონაწილე და ვიზიტორი ჰყავს. მოლოდინია, რომ მაისში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს ცნობადობასთან ერთად, ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.