საქართველო ITB CHINA 2025-ზე
ქართული სტენდი შანხაიში. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. ჩვენი ქვეყანა ITB CHINA 2025-ზეა წარმოდგენილი, სადაც 90-მდე ქვეყნიდან ათეულობით ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების დაწყებით და მსგავს გამოფენებში მონაწილეობით ქართული მხარე ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას და გრძელვადიანი მოგზაურობების დაგეგმვას ელოდება. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრებიც პოტენციურ პარტნიორებთან, ეწყობა ქართული პროდუქციის დეგუსტაციაც. საქართველო პრესტიჟულ გამოფენაში შარშანაც მონაწილეობდა.