საქართველო ITB BERLINS-ს უმასპინძლებს

საქართველოს კიდევ ერთი საპატიო საერთაშორისო სტატუსი.

პანდემიამდე გაკეთებული განაცხადი დაკმაყოფილებულია. ჩვენი ქვეყანა მომავალ წელს მსოფლიოში ცნობილი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იქნება. 56-წლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟული გამოფენა „აითიბი ბერლინი“ ყოველ წელს გერმანიაში ტარდება და ის 200-მდე ქვეყნის 10 000-ზე მეტ კომპანიას და ასეულ ათასობით ვიზიტორს აერთიანებს. საქართველოსთვის მსგავსი გამოფენის მასპინძლობა საუკეთესო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე წარმოადგინოს და ტურისტული ცნობადობა გაზარდოს. პრესტიჟულ ფორუმში მასპინძლის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება კოვიდ-პანდემიის შემდეგ, რადგან ორწლიანმა შეზღუდვებმა და რეგულაციებმა ყველაზე მეტად სწორედ ტურისტული სფერო დააზარალა.