20-მდე ქართული ბიზნესი, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები „აითიბი ბერლინზე“ – საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
„აითიბი ბერლინი“ ყოველწლიური გამოფენაა, სადაც ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციური ინვესტორები საკუთარი ტურისტული სერვისებით დააინტერესონ, საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს გააცნონ და ახალი ბიზნეს კავშირები დაამყარონ. პრესტიჟულ გამოფენაში 190 ქვეყნის 5600 ტურისტული კომპანია მონაწილეობს.