საქართველო ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 

საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ღირსშესანიშნაობები, ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მარშრუტები – ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში კიდევ ერთხელ მონაწილეობს. „აითიბი ბერლინის“ სტუმრები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე დეტალურ ინფორმაციას იღებენ და ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოსაც აგემოვნებენ. მოწყობილია ქართული სტენდი. ტურისტული პროდუქტების და პაკეტების გაცნობასთან ერთად მიმდინარეობს შეხვედრები. პრესტიჟული ექსპოზიცია ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.