საქართველო-იტალია პირველ არხზე

12:20, 30.08.2025

ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო  ნაკრები დღეს ევრობასკეტ 2025-ზე C ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა აპენინელებთან შეხვედრის წინ ვარჯიში გამართა. ჯგუფიდან გასასვლელად და ფლეიოფში მოსახვედრად ჩვენი გუნდისთვის საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მოგება.

საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი