„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ –  ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება.