საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა. თბილისური მატჩი ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ეს ამ გუნდისთვის პირველი თამაში იქნება. მიზეზი საომარი ვითარებაა.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.