საქართველო ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე 

21:48, 10.07.2026

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ორ ქალაქში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა და ღონისძიება გამართა – მიზანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, ტურისტულ მარშრუტებზე, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებსა და ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. წარმოდგენილი იყო 10 ქართული ტურისტული კომპანია. ეს არის მსხვილი მარკეტინგული კამპანიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ინდოეთში ღონისძიებები შარშანაც ჩატარდა, წინა წელს ინდოეთიდან იდეოგრაფებსა და ინფლუენსერებსაც უმასპინძლეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობა მზარდია.

მსგავსი