თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი იმართება. მასში 100-ზე მეტი ქართული კომპანიისა და 30-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმზე ქართულმა მხარემ იაპონურ კომპანიებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო იაპონური მხარის მხრიდან არსებულ მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს, რომლის შედეგადაც, ორი ქვეყნის ბიზნესკავშირები უფრო გაღრმავდება. ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა.