საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის შედეგების საერთაშორისო აღიარების მოლოდინში
მკურნალობის პროცესში ჩართული 94 ათასი პაციენტი და თითქმის 100 %-ანი განკურნების მაჩვენებელი – ასეთია 2015 წელს დაწყებული, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შედეგები. ამ მონაცემებით საქართველო უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს. კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველო წარმატების დადასტურების უმაღლესი დონის მიღებაზე აცხადებს პრეტენზიას, B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციაა. განაცხადი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში უკვე გადაგზავნილია. საბოლოო მიზანი, 2030 წლისთვის ჰეპატიტების გავრცელება იმ დონემდე შემცირებაა, რომ ინფექცია საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.
ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და თენგიზ ცერცვაძის განსკუთრებული წვლილი, C ჰეპატიტის პროგრამას სწორედ ცნობილი ქართველი იმუნოლოგი ხელმძღვანელობდა.