საქართველო გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე

15:18, 09.09.2026

ჩინეთში გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ. მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები. ფორუმს ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. უკვე გამართულ შეხვედრებზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. იმსჯელეს ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობაზე და საპოლიციო განათლების სფეროში კომუნიკაციის გააქტიურებაზე.

მსგავსი