საქართველო-გიბრალტარი

„ევრო 2020“-ის შესარჩევ ეტაპზე, დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარის გუნდს დაუპირისპირდება.

თამაშისთვის თითქმის ერთკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ვარჯიში, ეროვნულმა ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. ღია ვარჯიშს საწყისი 15 წუთის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა „ევრო 2020“-ის  შესარჩევი ტურნირის საწყისი ორი მატჩი უკვე წააგო.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.