საქართველო ღვინის სამშობლოა

სტატიებს ამ სათაურით მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული გამოცემები აქვეყნებენ. ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერების და პროფესორების დასკვნით, საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის დაყენება ჯერ კიდევ 8 ათასი წლის წინ დაიწყეს. მეცნიერები ამ დასკვნას გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე ნეოლითის ხანის არტეფაქტების კვლევის შედეგად აკეთებენ. უახლესი ბიო-მოლეკულური, არქეოლოგიური და არქე-ბოტანიკური მტკიცებულებების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში, ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში მზადდებოდა.