„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ფილმის პრემიერა

„საქართველო – ღვინის სამშობლო“, – ამ სახელწოდების სამეცნიერო-მხატვრულ დოკუმენტური ფილმის პრემიერა მიმდინარეობს ამ წუთებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ფილმი იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება.