საქართველო, ვენაში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „საპატიო სტუმრის“ სტატუსით წარდგა. მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა 24 კომპანიამ და მარანმა მიიღეს. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ვენაში, ისტორიულ ჰოფბურგის სასახლეში იმართება, სადაც იკრიბებიან ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა ქვეყნიდან. მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობა და საერთაშორისო ბიზნეს-კავშირების გაძლიერება.