საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს მასპინძლობს

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს მასპინძლობს. საზეიმო ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა. ამ დროისთვის კი პოლიტიკოსების მონაწილეობით დისკუსიები მიმდინარეობს.

ფორუმს ესწრებიან მსოფლიოს 76 სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საერთაშორისო მისიები  და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამიტის სპეციალური სტუმარია პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია, რომელთან გასაუბრებაც დილით ჟურნალისტებმა მოახერხეს.

სამიტის დეტალებზე ანა ბროლაძე ისაუბრებს.