საქართველო-გერმანიის ურთიერთობების პერსპექტივა 

12:06, 22.07.2026

საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია ხვალიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. ამ პროცესის დაწყებას ქართლი მხარე ათი თვე ელოდებოდა. საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს  რწმუნებათა სიგელებს ხვალ ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გადასცემს. ეს ელჩის უფლებამოსილების დასადასტურებლად აუცილებელი პროცედურაა. რწმუნებათა სიგელის გადაცემა დროში ემთხვევა გერმანიის უკვე ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისიის დასრულებას. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

საქართველო-გერმანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის შესაძლებლობები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

მსგავსი