საქართველო-გერმანიის ურთიერთობა – შეფასებები
საქართველოს ელჩმა გერმანიაში უფლებამოსილების შესრულება დაიწყო. ოფიციალურად გადაეცა რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს. რაც ელჩის საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი პროცედურაა. ქართული მხარე ათი თვის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროცესს. რწმუნებათა სიგელის გადაცემა დროში ემთხვევა გერმანიის უკვე ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისიის დასრულებას. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, სადაც ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის შესაძლებლობები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.