საქართველო - გერმანია

ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პირველი დიპლომატი გერმანიაში კონსულტაციებს განაგრძობს.

შეხვედრების შემდეგ ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, რათა ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ იყოს დაფასებული. ეს მხარდაჭერა კი, თავის მხრივ, ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე აისახება.

ქართული მხარის მოლოდინზე და პერსპექტივებზე ბერლინში მყოფმა დავით ზალკალიანმა ადგილობრივ ექსპერტებთან ისაუბრა. შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდში გაიმართა.

ქართული მხარე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ან სამიტის დეკლარაციის შინაარსზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.