ქართული კუთხე იაპონიაში – ტოკიოში ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და დამზადების ტექნოლოგიებს ეცნობიან.
ხუთი ქართული საოჯახო მარანი იაპონიაში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ღონისძიების სტუმრებს, რომელთა შორის მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებლები არიან, ქართული პროდუქციის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ბოლო 11 წელია, ქართული ღვინის მწარმოებლები საკუთარ ნაწარმს იაპონიის სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენაზე წარადგენენ.