საქართველო გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს როლი შუა დერეფანში, საზღვაო სექტორში არსებული ტენდენციები – ეს ის თემებია, რომლებზეც ლონდონში გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე, ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.
ღონისძიებაში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე, შეხვედრა გამართა გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ასენსიო დომინგესთან, სადაც მხარეებმა რეგიონული დაკავშირების, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნავსადგურების მმართველობის გაუმჯობესებისა და საზღვაო განათლების გაძლიერების საკითხები განიხილეს.