მსოფლიოს 70-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში გაერო-ს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სევილიაში გამართულ ღონისძიებაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გაერო-ს კონფერენციას ესწრება „მოამბის“ ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი.