საქართველო გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე
საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე.
ხვალ თურქეთში მყოფ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებს და პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე წარმოდგენილია 200-მდე ქვეყანა, ასევე ევროკავშირის დელეგაცია. მონაწილეები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. არსებობს შესაბამისი ჩარჩო-კონვენცია, რომლის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის და სხვა სფეროებში მთელი რიგი ვალდებულებები აქვს აღებული. ფორუმის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სუფთა ენერგიაზე გადასვლა. სწორედ ამ საკითხს უკავშირდება შეთანხმება, რომელიც დღეს ხელი თურქეთში გაფორმდა და მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც ხელმოწერაც აქვს. საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის გაფორმებული შეთანხმება სუფთა ენერგიის სფეროში ენერგეტიკულ დაკავშირებადობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მათ შორის, იგულისხმება მწვანე ელექტროენერგიის მისაწოდებლად ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობა და საქართველოში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაყიდვა.