საქართველო გაერო-ს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველო გაერო-ს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღმოსავლეთ ევროპისთვის გამოყოფილი ორი ადგილისთვის, საქართველოს გარდა რუსეთი და სომხეთი იბრძოდნენ. გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველომ 44, ხოლო სომხეთმა – 47 ხმა მიიღო და მომდევნო ოთხი წლის ვადით კომიტეტის წევრები გახდნენ. ამასთან, კომიტეტის არსებობის 26 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მის წევრად რუსეთი არ აირჩიეს. კომიტეტის წევრის სტატუსი საქართველოსა და სომხეთისთვის 2023 წლის პირველი იანვრიდან გააქტიურება.