საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
ქართული სტენდი გერმანიაში.
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ამჯერად ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს აცნობენ. საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად და ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ქართული მხარე პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მოლაპარაკებების მთავარი თემა საქმიანი ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან კონტაქტების დამყარება და მასშტაბური ღონისძიებების საქართველოში დაგეგმვაა.