საქართველო ფრანკფურტის ფესტივალზე

ქართველი მუსიკოსები, თეატრალური დასები და ანსამბლები გერმანიაში საკუთარი შემოქმედების წარსადგენად ემზადებიან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე გერმანიაში ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალი იწყება.

სპექტაკლები, ფოკლორული ხელოვნება, კლასიკური, ხალხური და თანამედროვე მუსიკა, ქორეოგრაფია-მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამო საქართველო პრესტიჟულ ფესტივალზე მრავალფეროვანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ეს არის იმ კულტურული პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოამზადა.