საქართველო – ფინეთი პირველ არხზე

12:55, 24.11.2024

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში დღეს ფინეთს დაუპირისპირდება. ჩვენმა გუნდმა 21 ნოემბერს ფინეთი 90:83 დაამარცხა, დღეს კი სკანდინავიელებს „თბილისი არენა” უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი