საქართველო-ფინეთი 23:22

21:25, 04.08.2019

საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, ფინეთის ნაკრები დაამარცხა.

სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივარმა დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 23:22 დასრულდა. პირველ შეხვედრაში საქართველოს 17 წლამდე გუნდი ლიტვასთან დამარცხდა.

ხვალ ინა ჭკუასელის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ლატვია იქნება. შეხვედრა 16:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

მსგავსი