საქართველო - ფარერის კუნძულები პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია უკაპიტნებს, რომელიც ნაკრებში ბოლო მატჩს ჩაატარებს. ლორია საქართველოს ნაკრების კარს 17 წელია იცავს
და ამ დროში ეროვნული ნაკრების მაისური 74-ჯერ მოირგო. ეროვნულ გუნდს ბუდუ ზივზივაძე ტრავმის გამო დააკლდება, მის ნაცვლად კი, სანიოლმა შეკრებაზე აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი გამოიძახა. საქართველოსა და ფარერის კუნძულების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

#ფეხბურთი საქართველო VS ფარერის კუნძულები #LIVE