საქართველო ევროვიზია 2026-ზე  

რამდენიმე საათში მაყურებელი პირველად ნახავს საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლითაც მსოფლიო მაყურებელი ევროვიზიის წლევანდელ ქართველ კონკურსანტებს გაიცნობს.

იუთუბ“-პლატფორმაზე იგეგმება სიმღერის პრემიერაც. პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე წელს საქართველოდან საბავშვო ევროვიზიის 2008 წლის გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას. „ბზიკებისთვის“ სიმღერა ამჯერადაც გიგა კუხიანიძემ დაწერა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, ვიდეორგოლის ქორეოგრაფი – თაკო გოგორელიანი.