საქართველო ევროვიზია 2026-ის კონკურსზე 

რამდენიმე საათში ევროვიზიის სცენას ქართველი კონკურსანტები დაიკავებენ.

თბილისის დროით 23:00 საათზე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი ნახევარფინალი იწყება. „ბზიკები“ სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვლენ. სწორედ დღეს გაირკვევა, მოხვდებიან თუ არა საბავშვო ევროვიზიის 2008 წლის გამარჯვებულები ფინალში. ათეულში მოსახვედრად საჭიროა როგორც ჟიურის, ასევე მაყურებელთა ხმები. საკონკურსო წესებიდან გამომდინარე საქართველოდან ჩვენს გამომსვლელებს ხმას ვერ მივცემთ, ამიტომ საჭიროა მონაწილე ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების განსაკუთრებული აქტიურობა. ხმის მიცემა 15 გამომსვლელის ნომრების დასრულების შემდეგ დაიწყება და პროცესი 15 წუთს გაგრძელდება.

70-ე ევროვიზია ვენის შტატჰალეს დარბაზში და 35 მონაწილე ქვეყანა – ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები და განწყობები. მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ ემზადებიან „ბზიკები“  პრესტიჟულ კონკურსზე საკუთარი ქვეყნის წარსადგენად.