საქართველო „ევროვიზია 2022“-ზე

დღეს ევროვიზია 2022-ის ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები იმღერებენ. ჯგუფ Circus Mircus-ის წევრებმა გენერალური რეპეტიცია, უკვე გაიარეს. დღეს მათ საერთაშორისო ჟიური აფასებს. ტურინის „პლაზა ოლიმპიკოს“ სცენაზე შოუ 23 საათზე დაიწყება. ქართველები მე-5 ნომრად გამოვლენ. კონკურსს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ჯგუფი Circus Mircus დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში იმღერებს