საქართველო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე
ევროპელმა ლიდერებმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის კავკასიისა და მათ შორის საქართველოს მნიშვნელობასა და გამოწვევბზე ისაუბრეს. კაია კალასის თქმით, ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და პრინციპები. მან შუა დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისივე თქმით, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, უაღრესად მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. ურსულა ფონ დერ ლაენის თქმით, კი უნდა შემცირდეს ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში და აუცილებელია, გაიზარდოს აქტივები ევროპაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დღის წესრიგში არსებული თემების წარმოჩენა ნათლად ასახავს მიმდინარე გლობალურ ვითარებას.