საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი მიმართულების ნომინაციაზე

21:40, 03.09.2025

17 ოქტომბერს გაირკვევა დასახელდება თუ არა საქართველო მოგზაურობისთვის ევროპის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ნომინანტთა შორის ჩვენი ქვეყანა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ, „ვანდერლასთმა“ დაასახელა. თვე-ნახევარში გავლენიანი გამოცემის მკითხველი გადაწყვეტს, ვის მიენიჭება კონტინენტის ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილის ნომინაცია. ბრიტანელმა მკითხველმა ისიც უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს რომელი ქალაქი იმსახურებს ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მარშრუტის სტატუსს. ნომინაციაში გამარჯვებისთვის თბილისი და ბათუმი ევროპული ქვეყნების პოპულარულ ქალაქებთან ერთად იბრძოლებენ.

მსგავსი