საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სივრცეში 

21:33, 10.10.2026

საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სივრცეს უბრუნდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია ოფიციალურად, ყოველგვარი დათქმებისა და წინაპირობების გარეშე აღუდგა. ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის  ექსპერტთა შეფასებას ეფუძნება.

საქართველოში მომუშავე ჯგუფის დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს სრულად შეესაბამება. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას EQAR-ის წევრობა დაახლოებით 2 წლის წინ, დამოუკიდებლობის სტანდარტთან სავარაუდო შეუსაბამობის გამო შეუჩერდა.

მსგავსი