საქართველო ევროპის საგანმანათლებლო გამოფენაზე
საქართველო შვედეთის საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე. „საქართველო, როგორც ტრანსნაციონალური განათლების რეგიონული ჰაბი“ – ასე ჰქვია სესიას, რომლითაც ქართული დელეგაცია შვედეთში ფორუმზე წარდგა. ევროპის ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ გამოფენაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის საქართველოდან 16 უნივერსიტეტი. ქართული დელეგაციის წევრები სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად და პარტნიორობის დასამყარებლად შეხვედრებს მართავენ.