საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

ხვალინდელი დღე ისტორიულია საქართველოსთვის.

2019 წლის 27 ნოემბრიდან ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაიბარებს. სტრასბურგში საზეიმო ცერემონიისთვის ემზადებიან. ხვალ, თბილისის დროით საღამოს რვა საათზე საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პირველ დიპლომატს სიმბოლურ გასაღებს გადასცემს. ქალაქის მთავარ მოედანზე კი საქართველოს დროშას აღმართავენ. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს მმართველი ორგანოს, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკვე სტრასბურგშია. სალომე ქოქიაშვილი გააშუქებს ხვალინდელ ცერემონიას.